სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ჩავიდა – ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად “რესბუბლიკელმა” კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია. მიწვევა ასევე მიიღეს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებმაც.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება
შემდეგი სტატიამეთიუ მილერი – ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, ყოფილი პრემიერის, გახარიას მიმართ