სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს შეხვედრებს მართავს.

პრეზიდენტმა რეგიონში ვიზიტი ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრას მხარის გუბერნატორი, მერები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებიან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კომპანიებს დაათვალიერებს და სახელმწიფო პროგრამაში ,,აწარმოე საქართველო” ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.

ხვალ კი, პრეზიდენტი ,,დედაენის დღის” აღსანიშნავად ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

ასევე, ,,დედაენის დღესთან” დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებიც.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ძალადობის და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – აჭარის მთავარ სამმართველოში დაპირისპირების მონაწილეები გამოჰკითხეს