“მე ეს დასტური მივიღე რომ ეს (ევროინტეგრაციის) გზა მხოლოდ შეჩერებულია, ყველა ჩვენ გველოდება არჩევნებამდე. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ამ გზას დაუბრუნდება, უნდა ეს გზა თუ არ უნდა?! და თუკი გვინდა, რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს გზა გველოდება და გველოდება იმავე ტემპით რაც უნდა ყოფილიყო – ანუ აჩქარებულად დავუბრუნდებით. კალენდარიც ცნობილია, 2025 წლის ივნისში ევროპული საბჭო კვლავ შეიკრიბება. პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან შეხვედრა, რომელიც ევროპული საბჭოს მომავალი თავმჯდომარეა, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, თუკი საქართველომ დაადასტურა, საკუთარი ნება, მე უთუოდ ჩამოვალ, იგივე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონიმ. ასე რომ ჩვენს მიმართ მზადყოფნა არსებობს – დავრწმუნდი, რომ ფანჯარა, რომელიც ჩვენთვის გაიხსნა, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, ეს ფანჯარა გახსნილია და შეგვიძლია დავუბრუნდეთ”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში ვერ შეიყვანს.