საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომის 4 წლის დასრულებას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში, თქვენ აჩვენეთ რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ და როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა თქვენს ქვეყანას დამართა.
ეს თარიღი ჩვენთვის, ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია – 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ჩვენ ყველა მოწმე უნდა გავხდეთ რუსული ოკუპაციის დასრულების სხვაგანაც – სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი საკუთარ საზღვრებს არ აღიარებს. დიდება უკრაინას!“_ აცხადებს ზურაბიშვილი.

















