15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსი სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას ეხმიანება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსი სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას ეხმიანება.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ფონზე ქართველი მსახიობებისთვის სცენაზე ადგილი აღარ არის.

ამ დროს ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა, და ცხადია აღარც საშუალება ეძლევათ რომ რუსთაველის თეატრი “ დაიქირაონ”!!! ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება???, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“რუსთაველის თეატრში” რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება 14 მაისს გაიმართა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა.

მოგვიანებით რუსთაველის თეატრის დირექტორმა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, რუსი სტუდენტების მიერ გამართულ სპექტაკლზე განმარტება TV პირველთან გააკეთა.

გია თევზაძე ამბობს, რომ სცენის დათმობის სანაცვლოდ, თეატრის ადმინისტრაციამ ფული აიღო. “რუსთაველის თეატრის” დირექტორი აღნიშნავს, რომ 9 მაისის თემატიკა მას უხერხულობას არ უქმნის.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის საქმის პროკურორი: პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰონდა არცერთ ბრალდებულს
შემდეგი სტატიაუკრაინამ მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა