სალომე ზურაბიშვილი – რუსეთი ბალტიის ქვეყნების ნატო-ში მიღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2019 14:10

სალომე ზურაბიშვილი – რუსეთი ბალტიის ქვეყნების ნატო-ში მიღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული

ნატო-ში შესვლა, ეს არ არის რაღაც ნიშნების დაგროვება, არ არის გამოცდა, სადაც თუ დააგროვე საჭირო ნიშნები, ავტომატურად მიგიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების საკითხს ეხებოდა.

პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხში ავტომატიზმი არ არსებობს და საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.

„ჩვენ ვიცით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო არის. სხვათაშორის, ეს აღიარებულია. დღეს ჩვენ ვართ შემდეგი ჯგუფის წინამორბედები. ყველაზე უფრო ეფექტიანად ვასრულებთ დავალებებს, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული ის ერთობლივი კონსენსუსის გადაწყვეტილება, რომელიც არის ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება. გვაქვს დიდი იმედი და ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი ამას მხარს უჭერს. სიტუაცია ნატო-ში, ევროკავშირში, ნახსენები იყო ბრექსიტის საკითხი, აქ არის სხვა გარემოებები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ შეიძლება, ფრთხილობენ დღეს ახალი გადაწყვეტილებების მიღების მიმართ. მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა, ეს არ ეხება რუსეთს. რუსეთი ალბათ ყოველთვის იქნება და წინა გადაწყვეტილებებშიც იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ბალტიის ქვეყნების მიღების მიმართ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიღებული იქნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, შესაბამისად, არ უნდა შეიქმნას შეხედულება, რომ რაღაც გადაწყვეტილია ნეგატიურად ან პოზიტიურად.

„ჩვენ თვითონ არ უნდა შევიქმნათ შეხედულებები, რის გამოც გვგონია, რომ რაღაც ნეგატიურად ან პოზიტიურად არის გადაწყვეტილი. არის აქ პერსპექტივა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როზ გოტმიულერი ჩვენთან, ბათუმში იყო გუშინწინ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს კარი არის ღია, ვერავინ სხვა ვერ დახურავს და ჩვენს გადაწყვეტილებას ასევე ვერავინ შეცვლის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიის კითხვებს გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას უპასუხა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2019 14:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics