სალომე ზურაბიშვილი – როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის

როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

ზურაბიშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არა სწორ მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად. როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის. ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე – ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩატარდა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით მოხდება რეჟიმის ლეგიტიმაცია, დასრულდება პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები
შემდეგი სტატიაშვეიცარიის წამყვანმა ინსტიტუტმა, IMD თიბისის წარმატებაზე case study გამოაქვეყნა