სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა.

საქართველოს პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ“. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ – სალომე ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა ამ ტიპის შეძახილები.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა მხოლოდ ის, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

 

banner
წინა სტატიაში„მონებო“, „რუსებო“, „დიპლომი ყაველაშვილს – ამ შეძახილების ფონზე უწევთ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში შესვლა
შემდეგი სტატიამოქალაქეები პარლამენტთან ბურთით თამაშობენ