სალომე ზურაბიშვილი: “რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი, მისი დასასრული ყოველთვის უმძიმესია”

რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია, მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია! – ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს.

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ყველა იმ პოლიტიკური ფიგურის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც მოღვაწეობა მძიმე შედეგით დაასრულეს.

“ნერონი, კალიგულა, დომიციანე, თემურ ლენგი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, ჩაუშესკუ, პოლ-პოტი, კადაფი, სადამ ჰუსეინი, ბაშარ ალ-ასადი, მადურო…

მუდმივი არაფერია და რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! და მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია!”, – წერს ზურაბიშვილი.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ვენესუელაში ოპერაციისას საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანეიტრალებლად 150-ზე მეტი თვითმფრინავი გამოიყენა, რის შემდეგაც სპეციალურმა დანაყოფებმა ღამით შეუტიეს ნიკოლას მადუროს რეზიდენციას. მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და რამდენიმე საათში ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მას ნარკობიზნესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხისგება ელოდება.

ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელის „დროებით მართვას“ გააგრძელებს, სანამ არ მოხდება „უსაფრთხო და გონივრული“ ძალაუფლების გადაბარება, რაც სამხედრო ჩართულობის გაგრძელების შესაძლებლობას ნიშნავს.

banner
წინა სტატიაში“იტალიის მთავრობა ლეგიტიმურად მიიჩნევს თავდაცვით ჩარევას უსაფრთხოებაზე ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ” – მელონი
შემდეგი სტატია“ესპანეთი არ სცნობდა მადუროს რეჟიმს, მაგრამ ასევე არ ცნობს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს” – პედრო სანჩესი