სალომე ზურაბიშვილი : ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია

საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული.

სალომე ზურაბიშვილმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

„დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და მინდა, აქედან მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია იმისთვის, რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდგომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს, ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესი დისტანციის დაცვით გაიარეს. ცენტრებში შესვლამდე მათ ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას პროცესი საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო