23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა

საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა, ვნახავთ, ეს პრორუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” “ახალ შიდა და გარე მტრებს” გამოძებნის, ყველას, რუსეთის გარდა.

“საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა. მომავალში ვნახავთ ეს პრო-რუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან… ყველას, რუსეთის გარდა!”
– წერს ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს
შემდეგი სტატიაზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს