23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: “ქართული ოცნება” რეალურად ომში რუსეთს ეხმარება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა. ამის შესახებ მან Facebook-ლაივში, მოქალაქეების კითხვებზე პასუხისას ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორების მოთმინების ფინჯანი ივსება და ისინი აღარ აპირებენ თვალი დაუხუჭონ შექმნილ რეალობას.

„ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები უფრო და უფრო ღიად მზად არიან, აღარ მოითმინონ ის, რაც ყველამ დიდი ხანია იცოდა… აღარ მოითმინონ ის, რომ საქართველო გახდა მთავარი ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის. ამით ეს რეჟიმი რეალურად ომში რუსეთს ეხმარება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გადადგმულ ბოლო ნაბიჯებსაც.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა გადადის მოქმედებაზე და მსგავს პოლიტიკას აღარ შეეგუება.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბიზნესი არეკეტონ,