5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: “ქართული ოცნება” ძალიან დაბნეულია

„ქართული ოცნება” ძალიან დაბნეულია” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც  ივანიშვილის გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც მათ ირანის ისლამურ რესპუბლიკას აიათოლა ხამენეისა და სხვა ლიდერების დაღუპვა მიუსამძიმრეს.

“ქართულ ოცნებას” არ აქვს განცხადებები, არც პოლიტიკა არ გააჩნია, ხან ცოტა იქით იხრებიან, ცოტა აქეთკენ, ძალიან დაბნეულები არიან დღევანდელ დღეს. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ერთი, ჩვენ ვართ ამ რეგიონში, ჩვენ არ ვღებულობთ არაფერში მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სოლიდარობა გამოვუცხადოთ ირანელ ხალხს პირველ რიგში, ისინი არიან ჩვენი მეზობლები და ჩვენი სოლიდარობა მათ, მათ განსაცდელში მყოფ ადამიანებს.

ჩვენ ასევე უნდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა ჩვენ პარტნიორებს, რომლებიც არიან ჩართული ამ ომში, არასდროს ომი ჩვენთვის არ არის პირველი გამოსავალი, მაგრამ ზოგჯერ, როცა არის ისეთი რეპრესიული რეჟიმი, როგორიც არის და იყო ირანის რეჟიმი, ბოლოს დეკემბერში ვნახეთ თუ რამდენი ადამიანი დახოცეს თვალის დაუხამხამებლად, თვითონ გამოიწვიეს ის შედეგი, რაც მათზე არის,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” მთავრობამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას აიათოლა ხამენეისა და სხვა ლიდერების დაღუპვა მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი განმარტავს, რატომ დაასანქცირეს “იმედი” და “პოსტ ტვ”-ი
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება აშშ-სა და ისრაელს ირანის რეჟიმის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს