33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: “ქართული ღირებულებების დაცვის” ორგანიზაციის შექმნა პოლიციის შეურაცხყოფაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ ახალი ორგანიზაციის შექმნა პოლიციის, როგორც ინსტიტუტის მიმართ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა და უნდობლობას ავლენს.

ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ანგრევს, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტებს — პოლიციასა და ჯარს — საფუძველს უყრის.

„ვხედავთ, რომ დღეს ქუჩაში არის ძალა, რომელსაც არაფერი აკავებს და სადაც კანონი აღარ არის უზენაესი. ამ ჯგუფის დაარსებით, რეალურად, უნდობლობაა გამოცხადებული პოლიციის მიმართ. ეს არის ‘ზონდერების’ განახლებული ვარიანტი… ყველა ეს მოვლენა ნიშნავს, რომ რეჟიმი არ ენდობა პოლიციას და მას არ აკისრებს მოქალაქეების დაცვის მთავარ მოვალეობას“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში, ხანტი-მანსიისკში ზეთებისა და ქიმიკატების საწყობი იწვის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ – კრიტიკა არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ლანძღვას