22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება

საქართველოს მეხუტე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება.

“ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. კრემლისთვის [სანქციების] თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფნი ღალატობენ ჩვენს სუვერენიტეტს. საქართველოს ადგილი ევროპაშია, არასდროს ვიქნებით უკანა კარი რუსული აგრესიისთვის!”, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა – ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში.

banner
წინა სტატიაში“გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროკავშირისა და აშშ-ის მიზანი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იყო, თუმცა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ეს პროცესი დააზიანა – დავით უსუფაშვილი