საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერებს ორ ცვლილებას სთავაზობს.
- „ქართულ ქარტიაში“ უნდა ჩაეწეროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტების ბიუჯეტიდან დაფინანსება
- შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება „კორუფციით, მანკიერი ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები”
ქართულ ქარტიას განახლება შეიძლება სჭირდებოდეს, თუმცა ჯერ არავის წარმოუდგენია კონკრეტული წინადადება, არც არავის უკან წაუღია ხელმოწერა. რჩება ამ ეტაპზე მაინც როგორც მაკონსოლიდირებელი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამათ ჩამოსვლის/ წინააღმდეგობის ფრონტის გამარჯვებისას პირველადი საერთო სამოქმედო გეგმა.
მე მინდა ყველა ხელმომწრრს შევთავაზო ორი მნიშვნელოვანი ცვლილება თუ დამატება:
– პირველ ორ პრიორიტეტთან ერთად ( სინდისის და პოლიტპატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება, ყველა ანტიევროპულ და ანტიქართულ კანონის გაუქმება) მესამეც ჩაეწეროს დაუყონებლივ დუშენის დაავადებულ ბავშვების მედიკამენტები ბიუჯეტიდან დაფინანსდეს!
– და მეორე შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი სადაც ჩაირიცხება კორუპციით, მანკიერ ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები და პრუორიტეტად ამ თანხებს განესაზღვრება საქართველოში ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრისა და ასევე ყველა შესაძლო ბავშთა დაავადებების სამკურნალო ხარჯების დაფინანსება.
ანუ ჩვენ მომავალ თაობის ჯანსაღ სიცოცხლეს უნდა მიეძღვნას ამდენი თაღლითის და კორუმპირებული პოლიტიკოსისგან მოპარული თანხები!
იმედი მაქვს ეს საკითხი ყველასათვის მისაღები იქნება და ერთიანობას გაამყარებს კიდევაც!

















