„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „საფიქრალი დაუტოვა“.
„ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და დავნიშნავ მთავრობასო – ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. იყოს გასული პარლამენტი – 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრალად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.