33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ – კრიტიკა არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ლანძღვას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, არ შევიდეს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებსა და პოლარიზაციაში.

მისი თქმით, ხელისუფლება კრიტიკასა და არგუმენტებს ყოველთვის ლანძღვითა და შეურაცხყოფით პასუხობს, თუმცა ოპოზიციურმა სპექტრმა და მოქალაქეებმა იგივე მეთოდები არ უნდა გამოიყენონ.

ზურაბიშვილის თქმით, პოლარიზაციის მცდელობა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მოდის (მათ შორის „ბოტებისა“ და „ტროლების“ მეშვეობით) და საზოგადოებამ პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადასვლას თავი უნდა არიდოს.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება აქციებზე გაჩენილ ზოგიერთ შეურაცხმყოფელ ბანერს.

“იმდენი არის გასაკრიტიკებელი და იმდენს აშავებს რეჟიმი… რაც სათქმელია, ის არგუმენტებით უნდა ვთქვათ და არ უნდა გადავიდეთ იმაში, რაც არგუმენტებს არ ემორჩილება“, — აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: “ქართული ღირებულებების დაცვის” ორგანიზაციის შექმნა პოლიციის შეურაცხყოფაა
შემდეგი სტატიაეგვიპტეში, დამიეტას პორტში გაზმზიდ ტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა