სალომე ზურაბიშვილი – “პროტესტი იდგება იქამდე, ვიდრე არსებობენ ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს უანგაროდ ეხმარებიან”

პროტესტი იდგება იქამდე, ვიდრე არსებობენ ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს უანგაროდ ეხმარებიან – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იურისტთა ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის დროს აღნიშნა, ჯგუფმა, რომელიც შარშან შეიქმნა, საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა.

იურისტთა ჯგუფი 2024 წლის დეკემბრის აქციაზე დაკავებულთა უფასო იურიდიული დახმარებისთვის შეიქმნა.

“გარეთ დგას ეს მშვიდობიანი პროტესტი და იდგება იქამდე, ვიდრე არსებობს ადვოკატების, იურისტების ეს ჯგუფი, რომელიც სრულიად უანგაროდ ეხმარება და ემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, დღევანდელო სასამართლო რამდენად უსამართლოა. (დახმარება) ეს არის მე მგონი სახელმწიფოებრიობა, რომ მაინც გააგრძელო და და დაიცვა იმ სამართლებრივი შესაძლებლობებით, რაც გაგაჩნია. იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სასამართლო აღარ არსებობს, რაც არ უნდა იყოს. თქვენ იცით, ყველა მისი შეზღუდვები, მაგრამ მე სულ იმას ვამბობ, რომ სანამ ადამიანები არსებობენ, ყოველთვის შეიძლება, რომ ერთი მოსამართლე მაინც გამოჩნდეს, რომელიც არ დაკარგავს ადამიანობას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებმა გააგრძელონ ადვოკატობა, იურისტობა, თუ არადა ჩვენ გადავიქცევით პასიურ საზოგადოებად. მინდა ყველას მადლობა მოვახსენო. ერთი წლის წინ ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით შეიქმნა ეს ჯგუფი და მართლაც, ერთი წლის განმავლობაში რაც შეიძლებოდა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ და ეს, სრულიად უანგაროდ, მინდა ამას გავუსვა ხაზი. ამიტომ, ჩვენგან, საზოგადოებისგან მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა იცოდნენ, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც სხვები მილიონებით ტკბებიან, არსებობენ ასეთი ადამიანები. ბევრად ჯობია, რომ შენ შენი საზოგადოების სიყვარულით ტკბებოდე და ეს შეძელით თქვენ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ამ წუთებში იურირისტებსი გარდა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიპროტესტის ერთი წელი – ქართველი ემიგრანტების აქცია პარიზში
შემდეგი სტატია“სასამართლომ სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის ლოთი უფროსი ჩემი შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა” – მარიამ სიჭინავა