სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტის ინაუგურაციის გასამართად თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც განიხილება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის გასამართად თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც განიხილება. ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„განიხილება ძალიან ბევრი ვერსია, მათ შორის ქალაქგარეთ ჩატარების. ყველაფერს გეტყვით, როცა დადასტურებული იქნება. ჯერ ყველა ვერსიის და სცენარის შესწავლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიწევს თუ არა ინაუგურაციაზე მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიიწვევს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. პირველი არხის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის ადგილად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზო, ასევე ავლაბრის სასახლის ეზო განიხილება. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინაუგურაცია შესაძლოა, თელავში ან ფოთში გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება
შემდეგი სტატიამაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს