სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტი იდეების გენერატორი უნდა იყოს და მე მაქვს ასეთი იდეები

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ურეკისა და ლანჩხუთის შემდეგ ამომრჩევლებს ჩოხატაურში შეხვდა. მან ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„პრეზიდენტი იდეების გენერატორი უნდა იყოს და მე მაქვს ასეთი იდეები.

არ ვიცით, საქართველოს ადგილი სად არის ამ გლობალურ მსოფლიოში, ამის გზამკვლევი ვიქნები მე, რადგან კარგად ვიცი, გარეთ რა ხდება. ამისთვის უნდა ვიყო თქვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ ტალახის სროლითაა დაკავებული, მოვუწოდებ, დაიხედონ ხელებზე
შემდეგი სტატია,,პირველ კლასში მოსწავლის მიღების ასაკის ხისტად გახანგრძლივება პრობლემებს შექმნის “