,,სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამომრჩევლებისგან საკადრის პასუხს მიიღებს”

სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს საკადრის პასუხს ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ დღეს მივაწოდეთ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია აჭარაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და ჩვენ დეტალურ ინფორმაციაში მითითებული გვქონდა კონკრეტული სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებსაც უნდა მოეწყოთ ეს პროვოკაციები. ეს პროვოკაციები რეალურად განხორციელდა მოგვიანებით აღნიშნული პირების მიერ. ჩვენ უზრუნველვყოფთ დიპლომატიური კორპუსის და დამკვირვებლების პერმანენტულ ინფორმირებას კონკრეტული პროვოკაციების და იმ ქმედებების შესახებ, რომელიც შორს არის ევროპული სტანდარტებისგან. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების თანადგომით აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის მიიღებს საკადრის პასუხს ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის სახით“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ყველა საარჩევნო სუბიექტს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს დაკავებული 6 პირიდან 5 აფთიაქების მეპატრონეა
შემდეგი სტატია„იბერიას“ თემა და შესაძლო კორუფციული გარიგებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა