სალომე ზურაბიშვილი – პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნდიალი ახლო აღმოსავლეთში, საქართველოსთან ახლოს გაიმართება

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2019 16:36

სალომე ზურაბიშვილი – პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნდიალი ახლო აღმოსავლეთში, საქართველოსთან ახლოს გაიმართება

ყატარისა და საქართველოს თანამშრომლობა ძლიერდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ყატარულ გამოცემა „პენინსულასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ყატარი და საქართველო ახალ შეთანხმებებს მოაწერენ ხელს. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ინვესტიციების, განათლების, კულტურის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გაღრმავდება.

„ჩვენი ქვეყნის მთავრობებმა დაასრულეს მუშაობა ორ ძალიან მნიშვნელოვან მთავრობათაშორის შეთანხმებაზე – ერთი ინვესტიციების ერთობლივ დაცვას, ხოლო მეორე ტექნიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება. ამ შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდება“, – ამბობს ზურაბიშვილი.

ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილი ყატარში 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსაც შეეხო. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნდიალი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, საქართველოსთან ახლოს გაიმართება.

„ეს დამატებით უპირატესობას გვაძლევს და ახალ შესაძლებლობას ქმნის, რომ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით ყატარი და მთლიანად რეგიონი საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში მოექცევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს დროს საქართველოს პრეზიდენტმა ყატარის ამირა შეიხი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფას ალ-თანი 2020 წელს საქართველოში მოიწვია.

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2019 16:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics