სალომე ზურაბიშვილი – პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი აღაშფოთებს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, ასეთი არადროული ვიზიტი ვერ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი აღაშფოთებს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს და რუსეთისკენ შებრუნებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ასეთი არადროული ვიზიტი ვერ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას, მხოლოდ არჩევნებს შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას სახელზე ამერიკელი სენატორის, ჯო უილსონის მიერ გაგზავნილ წერილს აზიარებს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თავადაც მიმართავს.

„ეს არის საერთო შეშფოთების საგანი საქართველოს ყველა – ევროპელი და ამერიკელი პარტნიორისთვის, რომლებიც ზრუნავენ სტაბილურობაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საქართველოში. ეს უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი, ერთადერთი საშუალება კი ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალი არჩევნების ჩატარებაა“, – წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს