12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი პატიმრის შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე: საჭიროა გამოძიება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის შესაძლო გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

„დამატებითი კადრები არ სჭირდება იმას, რომ გავიგოთ, რა ტიპის რეჟიმი არის დღეს საქართველოში. აქ საჭიროა გამოძიება, თუმცა არა ისეთი, როგორსაც იოსელიანი [სახალხო დამცველი] ამბობს. ვიცი ამ ქვეყანაში დაწყებული გამოძიებები, თუმცა მისი დასრულება არ მინახავს — როცა გვეუბნებიან საზოგადოებას, რა შედეგი დადგა. თუნდაც პენიტენციური სისტემის დირექტორის საქმეზე, რომელმაც თავი თითქოს მოიკლა, თუ არ მოიკლა… ხომ დაიწყო გამოძიება, სად არის დასკვნა, როდის გვეტყვიან?“ — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე, რის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება და სასამართლოსგან პასუხისმგებლობის მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მას დეესკალაციის ოთახში ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს
შემდეგი სტატია“”იმედის” და “პოსტივის”ქარდებზე მაინც “ნაცებად” დარჩებით – ვის რას უმტკიცებთ?” – ბექა კობახიძე