საქარველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook live-ში, სადაც მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს, პარტიების აკრძალვაზე ისაუბრა.
“ოცნებას” რომ უნარი არ გააჩნია არაფრის ეს უკვე ნათელია, კონკურენციის ნამდვილად და დემოკრატიის უნარი რომ არ გააჩნია, ესეც ჩანს ამაში. ე.ი. აკრძალვა სხვა პარტიების, როცა შენ აპირებ, რომ ჩაატარო არჩევნები დღეს, ხვალ, თუ 2028 წელს, არის პირდაპირ განაცხადი იმის, რომ შენი და შენი პარტია მხოლოდ უნდა იყოს მუდმივად ძალაუფლებაში და ამას სხვათა შორის გვიცხადებენ, რომ ჩვენ ვიქნებით და ვიქნებითო, მაგრამ ეს ასე რომ არ მოხდება ესეც კარგად ვიცით, ამიტომ ნუ ვინერვიულებთ ამაზე,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
















