4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: პარტიების აკრძალვა იმ უფსკრულის დასაწყისია, რომელშიც “ოცნება” ჩადის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ლაივში განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი მმართველი გუნდისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

ზურაბიშვილის შეფასებით, პარტიების აკრძალვა მხოლოდ ხელისუფლების სურვილის გამო დიქტატურის სურათს ასრულებს და რეჟიმს ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს.

„ხვალ რომ პარტიები აკრძალონ, ამით სრული დიქტატურის სურათი სრულდება. ასე — „მინდა დავრჩეთ მე და ჩემი ნაბადი“ — არ არსებობს. ამ ბერკეტის გამოყენებით კონსოლიდაცია ვერ მოხდება. პირიქით, ეს არის საწყისი იმ უფსკრულის, რომელშიც ჩადიან“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: მრავალპარტიულობის გაუქმება აღადგენს საბჭოთა კავშირს და დაგვაკარგვინებს ევროპას
შემდეგი სტატიასოციალური სამართლიანობის ცენტრი: ოპოზიციას მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სათანადოდ არ მიეცა