სალომე ზურაბიშვილი – ოპტიმიზმის მიზეზი არის ისტორია – თითქმის ყველა იმპერია საქართველოში შემოდიოდა და გადიოდა

მიუხედავად ძალიან რთული ცხოვრებისა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან განიცდიან, საქართველომ უცვლელად შეძლო სვლა დემოკრატიისკენ, ეკონომიკური წინსვლისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვილნიუსში, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიიდან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც დამპყრობლები გამუდმებით ახდენდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ალტერნატიული ნაწილების დაპყრობას.

„ჩვენთვის ცნობილია უამრავი თავდასხმა. თითქმის ყველა იმპერია საქართველოში შემოდიოდა და გადიოდა, ისინი საქართველოს ტერიტორიების ალტერნატიული ნაწილების დაპყრობას ახდენდნენ. მიუხედავად ამისა, საუკუნეების მანძილზე საქართველო თითქმის ყოველთვის სახელმწიფოდ გადარჩენას ახერხებდა და ამ გზას კვლავ აგრძელებს. ქართული გამძლეობა არ არის წარსულის ნაწილი და კვლავ აქტუალური რჩება, რადგან მიუხედავად იმ კონფლიქტებისა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო, მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა, მიუხედავად რუსეთის სამხედროების მიერ ორი რეგიონის ოკუპაციისა, მათ შორის ერთი, რომელიც დედაქალაქთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მიუხედავად სხვადასხვა ფორმით გამოხატული ზეწოლისა, საფრთხეებისა და მძევლების აყვანისა, სანქციების დაწესების გარკვეული ფორმებისა, რაც თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს საქართველოში და იმ ძალიან მძიმე ყოფისა, რომელშიც ჩვენი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, სადაც ქართული ენის შევიწროება მიმდინარეობს და არა მარტო ქართული ენის, არამედ აფხაზური და ოსური ენების. ეს ძალიან რთული ცხოვრება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან განიცდიან, სულ ახლახანს კი 17-18 აგვისტოს მოწმე გავხდით ჯგუფური გატაცებებისა, რაც შედარებით ახალი ფორმაა. მიუხედავად ამ ყველაფრისა საქართველომ უცვლელად შეძლო სვლა დემოკრატიისკენ, ეკონომიკური წინსვლისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლება საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით „ძალიან აქტიური უნდა იყოს“.

„ჩვენ უარი ვთქვით ოკუპაციაზე, უარი ვთქვით ზეწოლაზე, რაც საქართველოს მიმართ მიმდინარეობს. ეს არის დღევანდელობა, ეს ძალიან მტკივნეულია, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხებთან მიმართებაში ძალიან აქტიური უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამით უნდა შემოვიფარგლოთ. მესამე მიზეზი ოპტიმიზმისთვის არის ისტორია, ხოლო უახლესი ისტორია ევროპასთან მშვიდობიანი გზით კვლავ გაერთიანების მტკიცებულებაა – გერმანიის მოდელი, რასაც შეუძლია საქართველოს სტიმული მისცეს და მისი თავდაჯერებულობა განამტკიცოს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“. ბოლოს კი, ევროპა თავად არის ოპტიმიზმის მაგალითი: ევროპამ გაფართოების უნიკალური მოდელი ომის გარეშე შექმნა. ნებაყოფლობითი გაერთიანების გამორჩეული მაგალითი: არც ერთი ქვეყანა იყო იძულებული ევროპაში გაწევრიანებულიყო. თითოეულ ქვეყანას, რომელიც მასში გაწევრიანდა ამის გაკეთება სურდა, რაც ალბათ, ერთი მაგალითია მსოფლიო ისტორიაში. არც ერთი მოსახლეობა ყოფილა იძულებით ამ გაერთიანებაში და ევროპა კვლავაც რჩება ასობით და ათასობით მოქალაქის თავისუფალი მისწრაფებებისა და შთაგონების შედეგის ერთადერთ მაგალითად. დღესაც კი, როდესაც ისინი გადაადგილდებიან, ინდივიდუალურად ცდილობენ ქვეყნის თავისუფლების, მშვიდობისა და წარმატების ნაწილი გახდნენ, რომელსაც ჩვენ, როგორც ერი, ჯერ კიდევ ვერ ვუერთდებით.

ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გაფართოებასა და არალეგალურ მიგრაციაზე, როგორც ერთი მონეტის ორ მხარეზე. რაც უფრო მცირეა გაფართოების პერსპექტივა, საზოგადოების სწრაფვა ინდივიდუალური მიგრაციისკენ, ნებისმიერ ფასად, შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად და კვლავ, ევროპის მიმზიდველობა თავად მასში და მისი მეზობელი ქვეყნების ღირებულებებში მდებარეობს და ეს ის მაჩვენებელია, რაც ევროპელებს თავად ავიწყდებათ – წარმატების მაჩვენებელი. ამავდროულად, ოპტიმიზმი აზრს კარგავს რეალიზმის გარკვეული ხარისხის გარეშე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაზარელი მკვლელობა გურჯაანში- ცხედარი სავარაუდოდ დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდეს
შემდეგი სტატიასაგარეომ აფხაზეთში თურქი ბიზნესმენების ჩასვლის გამო მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს