სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას რჩევას თუ ჰკითხავს, შეიძლება, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაიყვანონ – სამხარაძე

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას რჩევას თუ ჰკითხავს, შეიძლება, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და საკუთარი თავის დამკვიდრება სჭირდება.

„ძალიან მძიმეა, როცა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლო ეტყვის, რომ კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ პრეზიდენტობა როგორ უნდა განაგრძოს? – ალბათ, ამისთვის გზებს ეძებს და რჩევებსაც ეკითხება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რჩევებს სწორ ადამიანებს ეკითხება, რადგან თუ ოპოზიციას რჩევას ჰკითხავს, შეიძლება, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაიყვანონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიისრაელი აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სარაკეტო იერიშებზე იყო პასუხისმგებელი
შემდეგი სტატიაამერიკელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ქართველი ხალხი არ გადაუხვევს დასავლური ინტეგრაციიდან, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს – ვაშაძე