21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი “ოცნებაზე”: ხროვა ერთმანეთს დაესხა – ეს არის ასეთი რეჟიმების ბოლო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ლაივში მოქალაქეების კითხვებს უპასუხა და მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები მკვეთრად გააკრიტიკა. ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ ხროვას შეადარა და აღნიშნა, რომ შიდა დაპირისპირება რეჟიმის დასასრულზე მიუთითებს.

მისი შეფასებით, მმართველ გუნდში ნდობა სრულად დაკარგულია და ყველა ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას სხვა თანაგუნდელის გაწირვის ხარჯზე.

„რანაირადაც იქცევიან, მე ასეთი ქცევა ე.წ. გუნდში, თუ ყოფილ გუნდში არ მინახავს. არ წარმომიდგენია, ამ დონეზე რომ ყველა ყველას ყველაფერს აბრალებდეს — შიგნით რაც ხდება, რომ არავინ არავის აღარ ენდობა, ყველა მზად არის, რომ მეორე გაყიდოს და თვითონ გადარჩეს…

ეს არის ასეთი რეჟიმების ბოლო, იმიტომ, რომ მთავრდება მაშინ, როცა, როგორც ცხოველებში ხდება, ხროვა ერთმანეთს დაესხმება და არავინ არავის აღარ არჩენს და იცავს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელისუფლებო მხარდამჭერების რეაქციასა და სისტემაში არსებულ კორუფციაზეც:

ზურაბიშვილის თქმით, გაოცებას იწვევს მომხრეების ნაწილი, რომლებიც „ყველაფერს აპრავებენ“ — გარეთ მყოფს ყოველთვის ამართლებენ, ხოლო ციხეში აღმოჩენილ ყოფილ თანაგუნდელს ყველაფერს აბრალებენ.

მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებული კორუფცია რეალურია, თუმცა ამას ემატება კიდევ უფრო მძიმე რეალობა — უნდობლობა და ერთმანეთის განადგურების მცდელობა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ანდრია ლილუაშვილმა განმარტა, რომ არასოდეს არავისთვის მიუტანია ქრთამი, მითუმეტეს გრიგოლ ლილუაშვილისთვის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძეზე: მოღალატე, რუსი რომანოვი -ის სრულიად გასულია ჩვენი სამართლებრივი სივრციდან