სალომე ზურაბიშვილი – ნიკო ნიკოლაძის საინტერესო ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე

ნიკო ნიკოლაძის საინტერესო ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ფოთში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფოთში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრით, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

„დღეს ვამთავრებ რეგიონებში შეხვედრებს, რომელმაც მიმიყვანა დაახლოებით 63 ქალაქში. ამ შეხვედრებამდე იყო 15 ცენტრი, სადაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით.

კიდევ იქნება 10 რაიონი თბილისში, სადაც ხვალ და ზეგ შევხვდები მოსახლეობას. თითქმის 10 000 კილომეტრის და ამდენი შეხვედრის ფარგლებში ვეცადე გამეზიარებინა მოსახლეობისთვის თუ რა არის ჩემი ხედვა და რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად. ასევე, იმედი მაქვს, რომ ჩემი ხედვები გავრცელდება საზოგადოებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს, მას ჰქონდა საქართველოსთვის უაღრესად სწორი პროგრამა ყველა კუთხით, რომელიც ეხება ევროპას, თანამედროვეობას, მშვიდობას, განათლებას და ეს ყველაფერი მე გადმოვიტანე ჩემს პროგრამაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია„ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი“ – სუს-ის უფროსის მოადგილე