სალომე ზურაბიშვილი: ნიკა მელიას დაკავების დრო და ფორმა არ იყო საუკეთესო

“ნიკა მელიას დაკავების დრო და ფორმა არ იყო საუკეთესო” – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება BBC ჰარდ-თოქში გააკეთა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თბილისში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. გადაცემის წამყვანის შეფასებით კი მსგავსი ვითარება საქართველოს, ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივას აშორებს.

“მე არ მგონია, რომ საქართველო უნდა ჩამოიწეროს ამ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც თავისი მიზეზი ჰქონდა, კერძოდ კი პარლამენტის შენობაზე მიტანილი იერიში და პროვოკაციები, ალბათ, დრო და ფორმა, ოპოზიციის ლიდერის დაკავებისა არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უცბად ავტორიტარული ქვეყანა გახდა.

ფაქტი, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა, ნიშნავს, რომ კრიზისია, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველო არავის ჩამოუწერია, და მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს კვლავ აქვს საქართველოს იმედი და ეს ქვეყანა არის რეგიონში ყველაზე დემოკრატიული და სტაბილური”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია რომ საქართველო რეგიონში კვლავ რჩება დემოკრატიული, განვითარებული და სტაბილური ქვეყნა.

banner
წინა სტატიაშინოდარ მელაძე: არსებობს ბიძინა ივანიშვილის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები მისივე თანაპარტიელებისთვის 20 ივნისის შემდეგ
შემდეგი სტატიათამაზ ხუბუამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში შეხვედრა გამართა