სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია – პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისგან და საკუთარი ამომრჩევლისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს.

„ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის – ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მსგავსად, ჩვენც ვცდილობთ, ვითამაშოთ ხიდის როლი, რომ მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ – მონტენეგროს პრემიერი
შემდეგი სტატია„მაუწყებლობის შესახებ“ პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა, იმედია, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს არ დაადებს – პაპუაშვილი