სალომე ზურაბიშვილი – „ნაცებისგან“ და „ევროპული ნაცებისგან“ წყნარად დასმული კითხვები პირველად გავიგე და მგონი, რაღაცამ იმოქმედა

ერთი წელია, ამ პარლამენტში ვარ და მხოლოდ აგრესიული ენა ისმის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასა” და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

“სხდომათა დარბაზში ჩემს წინ “ნაცები” და “ევროპული ნაცები” სხედან. მხოლოდ ყვირილი ისმის, წყნარი ხმით დასმული კითხვები პირველად დღეს გავიგე და მგონი, რაღაცამ იმოქმედა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატი სავალან მირზოევი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სახელით პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის
შემდეგი სტატია“საია” პარტიებს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლის ზრდისკენ მოუწოდებს