სალომე ზურაბიშვილი მზად არის, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაბარების თაობაზე მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართვა დემოკრატიული ნაბიჯია.

სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას „ტვ პირველი“-ს ეთერით გამოეხმაურა.

„სრულიად მზად ვარ და ამ პროცესს ხვალიდან დავიწყებთ. მოქმედი პრეზიდენტის მადლობელი ვარ, რომ მზადყოფნა გამოთქვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაბარება ძალიან დალაგებულად მოხდეს. ეს სწორი გადაწყვეტილება და დემოკრატიული მიდგომაა, რისთვისაც მადლობელი ვარ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მარგველაშვილთან შეხვედრასაც აპირებს.

„სასახლეში მივალ, რომ დღევანდელ პრეზიდენტს შევხვდე. შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, მისი განცხადების მადლიერი ვარ. ერთი შეხვედრა საჭიროა, რომ ეს საკითხები გავიაროთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ როგორც კი ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებაზე ითანამშრომლოს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ასეთი კრიტიკული შეფასებები შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება
შემდეგი სტატიაNDI – აქციები სლოგანით “არა მიშას” და “მე ვიცავ თავისუფლებას”, რომელიც უცნობი ჯგუფების ორგანიზებული იყო, ზურაბიშვილის კამპანიის ნარატივს უჭერდა მხარს