“ამ მოსამართლემ, თეა ლეონიძემ გამოუტანა განაჩენი პირველ რიგში თავის თავს, ისტორიაში შევიდა შეიძლება ითქვას, გამოუტანა განაჩენი ამ რეჟიმს. იმიტომ რომ ამის მერე აღარაფერი აღარ აკლია ამ რეჟიმს, რომ იყოს სრულყოფილი დიქტატურა, სადაც სასამართლო არ არსებობს. ყველამ ვიცით რომ აქ არცერთი ნიშანი დანაშაულის არ იყო. იყო გამოხატულება თავისუფალი აზრის. ეს განაჩენი არის ტოტალური განაჩენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის ეთერში სინდისის 11 პატიმრის საქმესთან დაკავშირებით.

















