სალომე ზურაბიშვილი – მომავალმა პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, რათა საოკუპაციო ხაზი მოიშალოს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილია დღეს, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, რუსმა სამხედროებმა ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება. ორი დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა რკინის ბოძები 500 მეტრზე მეტ მანძილზე დაამონტაჟეს.

banner
წინა სტატიაშილარის კურსზე ხელისუფლების არგუმენტია – მოლოდინიო, მოლოდინიო, როგორც ზურაბიშვილის ცნობილ „სიმღერაში“ – დიალოგიო, დიალოგიო
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – გამოძიებამ უნდა გაარკვიოს – ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული