სალომე ზურაბიშვილი – მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან – აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ

მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან – აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას ხვალ, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.

მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი უნდა აიღონ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-სგან და ივანიშვილსა და ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს სანქციები დაუწესონ” – მიკელსონი
შემდეგი სტატიაჯო უილსონი – მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს აშშ-ს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას