14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: მოემზადეთ არჩევნებისთვის – ბოიკოტი აღარ უნდა იყოს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის შეცვლის გზა არჩევნებზე გადის.

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის დღესვე, რადგან არჩევნები შეიძლება არა 2028 წელს, არამედ მანამდეც იყოს.

სალომე ზურაბიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა შეახსენა და მიანიშნა რომ შესაძლოა, “ქართულ ოცნების” დამფუძნებელი ევროკავშირის პასპორტის გარეშე დარჩეს.

დაგვიანებული მაგრამ სწორი პოზიცია – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას “ლელო ძლიერი საქართველოს” და გიორგი გახარიას პარტია – პარტიები, რომლებიც თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ და სხვებსაც იგივეს მოუწოდებდნენ. ლელოს პოზიცია უცვლელია, ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა, ყველა ფრონტზე, ქუჩაშიც და არჩევნებზეც .

ოპოზიციამ ბოიკოტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გამოუცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეიცვალა – გამკაცრდა კანონები, ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამოც კი ციხეში უშვებენ, დაწესდა ფინანსური შეზღუდვები კრიტიკულად განწყობილი სექტორის მიმართ. ასეთ რეალობაში კი ოპოზიციური ალიანსი ჯერ ამ მდგომარეობის გაუმჯებესებას ითხოვს და ამის შემდეგ არჩევების ჩატარებას.

წყარო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიანდრო ჭიჭინაძე: უკეთესობისკენ ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება! წამალი ბავშვებს!
შემდეგი სტატიახამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც, ირანის შეიარაღებისთვის ვარგისი ურანი ქვეყნიდან არ უნდა გაიტანონ