11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ იმალება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, „პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა“.

„ანუ პოლიტიკურმა, პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და „პირველად 30 წლის მანძილზეო“, სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერა-გამოვლილ ადამიანსო. ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე?! რეალურად, მმართველ გუნდს რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება. თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი „გენერალი“ და მისი კლანი?“ – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში თავად დაწერა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღესვე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ- კობახიძე პარტიების აკრძალვაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში  მიიღო მონაწილეობა