სალომე ზურაბიშვილი – მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

„ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, მართავენ რა საპროტესტო აქციებს საქართველოს ქუჩებში თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, – დაწერა ამერიკელმა სენატორმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

banner
წინა სტატიაშიბოლნისის საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს, რომელთაგან ორი თბილისში გადაჰყავთ
შემდეგი სტატიაჯო უილსონი – თუ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანის და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ჩამოსვლის დროა – ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება, როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით