სალომე ზურაბიშვილი : მე და ჩემს შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის შვილებს ემუქრებიან. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეებში, კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად ჩემს მიმართ, „ეს ემ ეს“ და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა – „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მუქარა რეალურია და ავტორები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები.

„მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენფიტიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში (ფოტო)
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროსა და არასამთავრობოებს მიმართავს, მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირება მოახდინონ