სალომე ზურაბიშვილი: მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე აუცილებელია, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაისაჯოს.

„მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემთვის პირადად, ამ ოჯახზე აღარაფერს ვიტყვი, აუცილებელია, რომ გამოძიებული იყოს და ვინც არის პასუხისმგებელი, დაისაჯოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ჩვენ პრაქტიკულად შევესწარით ჟურნალისტებზე ძალადობრივ სპეცოპერაციას, რომლის შედეგად გარდაიცვალა ახლგაზრდა ადამიანი
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: ცელოფანში რომ ჩატენეს ცხედარი, სად ეჩქარებოდათ?