სალომე ზურაბიშვილი მაიკ პენსის სიტყვებს ავრცელებს – საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში, მსოფლიოს 45-ზე მეტ ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობს ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმში სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“.

სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მსოფლიო ლიდერებთან ერთად ფორუმის ფარგლებში გადაღებული ფოტოები, მათ შორისაა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაიკ პენსმა საქართველოს პრეზიდენტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ“.

„ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“ ,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მუდმივად აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებს