20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: მადლობა ყველას ეკუთვნის, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საბა ჯიქია 20 წლის გახდა ციხეში, ანდრო ჭიჭინაძე 30-ის, გიორგი ჩიკვაიძე 40-ის – მადლობა ყველას ეკუთვნის, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს აძლევს საზოგადოებას ციხიდან.

სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„საბა ჯიქია 20 წლის გახდა ციხეში, ანდრო ჭიჭინაძე 30-ის, გიორგი ჩიკვაიძე 40-ის. ესენი სინდისით, ღირსებით და ახალი ენერგიით ააშენებენ თავისუფალ საქართველოს… ათმაგად დაუბრუნდებათ მათ და მათ ოჯახებს ეს ციხეში გაუტეხლად გატარებული წლები!

მადლობა ყველაფრისთვის და პირველ რიგში, იმისთვის, რაც ყველაზე უფრო გვიჭირს და გვაკლია, ადამიანობის და პატრიოტიზმის მაგალითისთვის!

ცხადია, ეს მადლობა მხოლოდ ამ სამს კი არა, ყველას ეკუთვნის, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან. ეს როცა რეჟიმის წარმომადგენლები კი უღირსობის, კორუმპირებულობის, ლაჩრობის, ცრუობის და კიდევ რისი არა, მაგალითს იძლევიან ყოველდღიურად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბუტიკაშვილი: ივანიშვილის რეჟიმს ვერცერთი პარტია ინდივიდუალურად ვერ დაამარცხებს
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს