სალომე ზურაბიშვილი: კობახიძემ გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას ყველა დიპლომატიური წესი დაარღვია

პრეზიდენტმა პრემიერს დიპლომატიის წესების ცოდნა დაუწუნა – სალომე ზურაბიშვილმა “რეაქციისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას ყველა დიპლომატიური წესი დაარღვია.

პრეზიდენტმა ოლაფ შოლცის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ უცხოელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მთავრობას პირდაპირ უთხრა, რომ რუსული კანონი შორსაა ევროპულისგან.

შოლცმა თქვა, რომ არ შეიძლება ამის (რუსული კანონის) დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი. კობახიძეზე უნდა ითქვას, რომ სრულიად დაარღვია ყველა დიპლომატიური წესი. შენ როცა ხარ ოფიციალურ ვიზიტზე, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე. ჩემ პირველ ვიზიტზე მაკრონმა ქართულად მომისმინა. ცოტა უნდა ისწავლონ რაღაცები, სანამ იქით-აქეთ სიარულს დაიწყებენ.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერის პოზიცია არ გაკვირვებია, პრეზიდენტი აანონსებს, რომ “ეს მხოლოდ დასაწყისია”.

რუსული კანონი საბოტაჟია – მიიჩნევს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია. ეს არის მხოლოდ საწყისი იმისი, რასაც ამ პერიოდში გაგვიმეორებენ. ეს კანონი არის საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მარტო ეს კანონი. ჩვენ ვხედავთ კორიანტელს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისთვის, რომ ჩაიშალოს ეს ევროპული კანდიდატურა. კანონი საარჩევნო კოდექსზე და ცესკოზე. ესენი პირდაპირ ვენეციის კომისიის და რეკომენდაციების საწინააღმდეგოა, თუნდაც მოსამართლეების შემოწმებაზე პროცედურების არ დაწყება. როცა შენ გინდა გამჭვირვალეობა”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ გამჭვირვალეობა გინდა, გყავდეს გამჭვირვალე მოსამართლეები – ეუბნება სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ქართული ოცნება ანუ რუსული ოცნებაა
შემდეგი სტატიასაქართველოს ცაზე რუსული ბალისტიკური რაკეტა გამოჩნდა