სალომე ზურაბიშვილი კლაუს იოჰანისს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კლაუს იოჰანისს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველო და რუმინეთი ახლო, მეგობრული ერები არიან. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მისი კონკურენტი ექსპრემიერი ვიორიკა დანჩილე იყო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ეზოში პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატია“თემა დახურულია, მმართველი გუნდი გერმანულ მოდელს არ იღებს” – კახა კალაძე