სალომე ზურაბიშვილი ხვალ იურისტებისა და ადვოკატების ჯგუფს შეხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ იურისტებისა და ადვოკატების ჯგუფს შეხვდება.

პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე წარდგენილი იქნება უფასო იურიდიული დახმარების ჯგუფის ერთწლიანი მუშაობის შეჯამება.

ზურაბიშვილი ხვალ იურისტებისა და ადვოკატების იმ ჯგუფს შეხვდება, რომელიც გასული წლის დეკემბერში საპროტესტო აქციაზე დაკავებული და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი მოქალაქეების უფასო იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით ჩამოყალიბდა.

შეხვედრაზე წარდგენილი იქნება უფასო იურიდიული დახმარების ჯგუფის ერთწლიანი მუშაობის შეჯამება.

იურისტებისა და ადვოკატების ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მართლმსაჯულების სახლი“ უწევდა, 1 წლის წინ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წარადგინა., -აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების ვორკშოპი გაიმართება
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს