“ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!” – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებულ ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
“2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას ბედნიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთარაანთ ქვრივს , როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას “პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ”-ს … ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!” – წერს ზურაბიშვილი.
ისტორიის პროგრამიდან ამოღებულ იქნა 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ