სალომე ზურაბიშვილი: კარგი იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია წინასწარ არ გვეზეიმა

ვთვლი, რომ ალბათ კარგი იქნებოდა, ვიზალიბერალიზაცია წინასწარ არ გვეზეიმა, წინასწარ არ გველაპრაკა ის, რაც არ იყო სწორი, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტებს საზოგადოებისთვის სრულყოფილად უნდა აეხსნათ თუ რა ეტაპები იყო გასავლელი ვიზალიბერალიზაციამდე, რაც მათ არ გააკეთეს.

“ზოგიერთმა გააკეთა განცხადება, რომ რადგან კომისიამ რეკომენაცია მოგვცა, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და მეტი არაფერს არ უნდა დავლოდებოდით. ამ კუთხით თავიანთი მოვალეობა ჟურნალისტებმა არ შეასრულეს, ძალიან რთული და კომპლექსური პროცესებია ევროკავშირში. ამის ახსნა საზოგადოებისთვის, თუ რა ეტაპები უნდა გაგვევლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ის რაც დღეს გვიწევს – წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, ამაზე ინფორმირება და საზოგადოებისთვის მიწოდება ჟურნალისტებს უნდა მოეხდინათ.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა